პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (ფილმი))

პრეზიდენტის მთელი მხედრიონი (ინგლ. All The President's Men) — ამერიკული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: რობერტ რედფორდი, დასტინ ჰოფმანი, ჯეისონ რობარდსი და სხვები. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმი წარმოადგენს პაკულას პარანოიკული ტრილოგიის ბოლო ნაწილს, წინა ფილმები იყო „კლუტი“ (1971) და „პარალაქსის შეთქმულება“ (1974).

„პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ალან პაკულა
პროდიუსერი უოლტერ კობლენზი
სცენარის ავტორი ვილიამ გოლდმენი
ნაწარმოები პრეზიდენტის მთელი მხედრიონი
ბობ ვუდვარდი,კარლ ბერნსტაინი
როლებში დასტინ ჰოფმანი
რობერტ რედფორდი
კომპოზიტორი დევიდ შაირი
ოპერატორი გორდონ უილისი
მონტაჟი რობერტ ვ. ვულფი
სტუდია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 4 აპრილი, 1976
ხანგრძლივობა 138 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $8,500,000
წინა პარალაქსის შეთქმულება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებმა კარლ ბერნსტაინმა და ბობ ვუდვარდმა, ნიქსონის გუნდის წინასაარჩევნო მაქინაციების გულმოდგინე და საშიში გამოძიების შედეგად, მთელ ქვეყანას დაანახეს „ხალხის მსახურთა“ ჭეშმარიტი სახე. ფილმი გადაღებულია მათი წიგნის მიხედვით და მოგვითხრობს იმ პოლიტიკური სკანდალის შესახებ, რომელიც აშშ-ში 1972 წელს მოხდა. ამ ამბავს იცნობენ როგორც „უოტერგეიტის საქმეს“. მან პრეზიდენტი ნიქსონი გადადგომამდე მიიყვანა.

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯეისონ რობარდსი
  2. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: უილიამ გოლდმენი
  3. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჯორჯ ჯენკისი, ჯორჯ გეინსი
  4. საუკეთესო ხმა: არტურ პიანტადოსი, ჯეიმზ ვები, ლეს ფრეშოლცი, დიკ ალეგზანდერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება