პრაღის წმინდა ლუდმილას ბაზილიკა

პრაღის წმინდა ლუდმილას ბაზილიკა (ჩეხ. Bazilika svaté Ludmily) — ნეოგოთიკური კათოლიკური ეკლესია პრაღაში. ააგეს 1888–1892 წლებში იოსეფ მოცკერის გეგმის მიხედვით. მას სახელი წმინდა ლუდმილა ბოჰემიელის პატივსაცემად ეწოდა.

წმინდა ლუდმილას ბაზილიკა
პრაღის წმინდა ლუდმილას ბაზილიკა — ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღის წმინდა ლუდმილას ბაზილიკა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 50°04′31″ ჩ. გ. 14°26′14″ ა. გ. / 50.07528° ჩ. გ. 14.43722° ა. გ. / 50.07528; 14.43722
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა ჩეხეთი
ადგილმდებარეობა ჩეხეთი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ეკლესია არის აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკა ჯვრის ფორმის განივი ნავით. ეკლესიის წინა მხარეს არის ორი 60,5 მ სიმაღლის კოშკი ზარებით და მაღალი კარიბჭე მთავარი შესასვლელის ზემოთ ქანდაკებებით.[1] ტაძრის ინტერიერი გამოირჩევა მდიდრული ფანჯრებით, ნახატებითა და ქანდაკებებით, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდნენ ეროვნული დონის მხატვრები იოზეფ ვაცლავ მისლბეკი, იოზეფ ჩაპეკი და ფრანტიშეკ ჟენიშეკი.[2]

ტაძარი დაიხურა მეტროპოლიტენის მშენებლობის გამო, შემდეგ კი რეკონსტრუქციისთვის 1974–1992 წლებში. 1980 წელს დაიწყო მისი ძირეული რეკონსტრუქცია. 1984 წლის დეკემბრისთვის დასრულდა სამხრეთი ნავის რესტავრაცია, სადაც წირვა-ლოცვა დროებით განახლდა იმპროვიზირებული გარემოში. 1992 წლის 16 სექტემბერს, წმინდა ლუდმილას თაყვანისცემის დღეს, მთელი ტაძარი ხელახლა გაიხსნა. ახალი საკურთხევლის კურთხევის საზეიმო ცერემონიალი ჩაატარა კარდინალმა მილოსლავ ვლკიმ. 1993 წლის 3 სექტემბერს ეკლესიის კოშკებზე ზარები კვლავ დარეკეს.[3]

ამჟამად ტაძრის წინ ხშირად იმართება საშობაო და სააღდგომო ბაზრობები, ღია ცის ქვეშ კონცერტები და საქველმოქმედო გაყიდვები.

2022 წლის აგვისტოში ტაძარი რომის პაპმა ფრანცისკემ ბაზილიკის სტატუსამდე აიყვანა.[4]

  1. Church of St. Ludmila at Vinohrady. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 14 February 2013
  2. The Borough of Prague 2: ST. LUDMILA’S CHURCH (12 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 25 მაისი 2024.
  3. Kostel sv. Ludmily cs. ციტირების თარიღი: 3 March 2019.
  4. „Praha má novou baziliku. Papež udělil čestný titul kostelu svaté Ludmily na náměstí Míru“. Česká televize (ჩეხური). 10 August 2022.