პრაღის წმინდა გიორგის ბაზილიკა

პრაღის წმინდა გიორგის ბაზილიკა (ჩეხ. Bazilika Sv. Jiří) — უძველესი, დღემდე შემორჩენილი საეკლესიო ნაგებობა პრაღის ციხესიმაგრეში, ჩეხეთში, პრაღაში. ბაზილიკა დააარსა ვრატისლავ I ბოჰემიელმა 920 წელს. ბაზილიკა წმინდა გიორგის სახელობისაა.

წმინდა გიორგის ბაზილიკა
პრაღის წმინდა გიორგის ბაზილიკა — ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღის წმინდა გიორგის ბაზილიკა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 50°05′28″ ჩ. გ. 14°24′09″ ა. გ. / 50.09111° ჩ. გ. 14.40250° ა. გ. / 50.09111; 14.40250
ქვეყანა ჩეხეთი
ადგილმდებარეობა ჩეხეთი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი საგამოფენო სივრცე, საკონცერტო დარბაზი და მუზეუმი

ბაზილიკა აგებულია რომაული სტილით და არის შენობების კომპლექტის ნაწილი, რომელიც მოიცავს ციხესიმაგრეს, ქვეყნის პოლიტიკურ დედაქალაქს და ჩეხეთის სახელმწიფოს სასულიერო ცენტრს.

ისტორია რედაქტირება

ბაზილიკა აკურთხეს 921 წელს. ის არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია პრაღაში, რომელიც აშენებულია რომაული სტილით.[1] ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ვრატისლავ I-მა. 921 წელს, ვრატისლავ I-ის გარდაცვალებისას ეკლესია უკვე დასრულებული იყო, მაგრამ მის სიკვდილამდე არ უკურთხებიათ. ვენცალიუს I-მა დაასრულა პროექტი და ბაზილიკაში დაკრძალა თავისი ბებია, ლუდმილა ბოჰემიელი.

ბაზილიკა ეკლესია ბოჰემიის ცენტრი იყო პრაღის საეპისკოპოსოს დაარსებამდე 973 წელს. 976 წელს ბაზილიკის ჩრდილოეთ მხარეს აშენდა ბენედიქტელთა წმინდა გიორგის სააბატოს პირველი შენობა და ის გახდა ამ სააბატო ეკლესია. წმინდა გიორგის მონასტერი მდებარეობს ბაზილიკის გვერდით, რომელიც დააარსა 973 წელს მლადამ (აბატმა).[2] ბოჰემის დედოფლის კურთხევის უფლება ამ თემის აბატსს ჰქონდა.

1142 წელს კონრად III შევიდა ბოჰემიაში, რათა დაენიშნა თავისი სიძე ვლადისლავ II ჰერცოგად. კონრადმა ალყა შემოარტყა პრაღის ციხეს. ალყის დროს ეკლესიამ და მონასტერმა ხანძრის შედეგად დიდი ზიანი მიიღეს. დაზიანებები შეკეთდა 1145-1151 წლებში და ამ დროს ეკლესიას ორი კოშკი შეემატა. ჩრდილოეთის, უფრო პატარა კოშკს მეტსახელად „ევა“, ხოლო სამხრეთის, უფრო დიდ კოშკს მეტსახელად „ადამი“ ჰქვია.[3] ბაროკოს ფასადი თარიღდება მე-17 საუკუნის ბოლოთი.[4]

1364–1378 წლებში აბატმა ელისაბეტამ დაასრულა სანტა ლუდმილას სამლოცველოს განახლება გოტიკურ სტილში, ხოლო სამლოცველოს საკურთხეველი აკურთხა 1371 წელს ვლაშიმის არქიეპისკოპოსმა იან ოჩკომ. XV საუკუნეში მონასტერი განადგურდა ჰუსიტური ომების დროს და აღადგინეს ბენედიქტინელების დაბრუნების შემდეგ. XVI საუკუნის დასაწყისში აშენდა ახალი სამხრეთის პორტალი. 1541 წლის ხანძრის დროს ბაზილიკა კვლავ დაიწვა და შემდეგ კვლავ აღადგინეს. 1608-დან 1612 წლამდე ჰელფენბურგის აბას სოფიას ბრძანებით დასავლეთ ნაწილში აშენდა მონაზვნების დიდი საგუნდო კუთხე. მე-17 საუკუნის ბოლოს აშენდა ბაროკოს ფასადი, სავარაუდოდ ფრანჩესკო კარატის ხელმძღვანელობით.[5] 1717-1722 წლებში წმინდა იოანე ნეპომუქელის სამლოცველო ააგო ფრანტიშეკ მაქსმილიან კანკამ. შენობის სამხრეთ პორტალზე ბარელიეფი გამოსახავს წმინდა გიორგის და გველეშაპს.[6]

1780-იან წლებში შენობების მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც იოზებ II-მ დაშალა სამონასტრო ორდენები[7] და მონასტერი და ბაზილიკა გადაკეთდა და გამოიყენა არმიამ. ფასადის და ეკლესიის ინტერიერის ზოგიერთი ელემენტის გარდა, ბაზილიკამ შეინარჩუნა რომაული სტილი 1142 წელს პრაღის ციხეში ხანძრის შემდეგ განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ. შენობის გარედან ბარელიეფი განასახიერებს წმინდა გიორგის და გველეშაპს.[8]

ინტერიერი რედაქტირება

პრაღის ბაროკოსა და როკოკოს სტილის ეკლესიებისგან განსხვავებით, ბაზილიკის ინტერიერი კირქვისგანაა აგებული.[8] ეკლესია არის სამნავიანი ბაზილიკა, ორი კოშკით, რომელიც მდებარეობს ეკლესიის აღმოსავლეთით, ორი გვერდითი ნავის ბოლოს. იგი იწყება კვადრატული პრესვიტერით და მთავრდება აფსიდით. საკურთხევლის ქვეშ არის სამნავიანი მავზოლეუმი. მავზოლეუმში ინახება პრჟემისლოვიჩების დინასტიის წევრების საფლავები და მრავალი წმინდანის რელიკვიები.[9]

ახლანდელი გამოყენება რედაქტირება

ბაზილიკა არის პრაღის ციხე-კომპლექსის შენობების ნაწილი. ციხე იყო ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი, ხოლო ბაზილიკა მისი სასულიერო ცენტრის ნაწილი.[10] 1962 წელს შენობა გამოცხადდა ეროვნულ კულტურულ ძეგლად და გადაკეთდა საკონცერტო დარბაზად. 1969-1975 წლებში იგი გადაკეთდა საგამოფენო სივრცედ.[11]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Havel, Woody. (2017-04-03) La basilique Saint George fr. ციტირების თარიღი: 2020-09-01
  2. St. George's Basilica and convent. ციტირების თარიღი: 2011-01-01
  3. BorkovskÝ, Ivan (1962). Bazilika a klášter sv. Jiří na Pražském hradě. Prague: Academia. 
  4. Prague. Casa Editrice Bonechi. ISBN 9788847625761. 
  5. Prague. Casa Editrice Bonechi. ISBN 9788847625761. 
  6. St George's Basilica en. ციტირების თარიღი: 2020-09-01
  7. Early reign of Joseph II, 1780–85. ციტირების თარიღი: 4 June 2021
  8. 8.0 8.1 La basilique Saint-Georges - Avantgarde Prague fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-27. ციტირების თარიღი: 2020-09-01
  9. Basilique Saint-Georges fr. ციტირების თარიღი: 2015-12-11.
  10. The Tombs of Saints at Prague Castle. ციტირების თარიღი: 2008-02-19
  11. Prague Castle, St. George's Basilica. ციტირების თარიღი: 2021-01-23