პოტსდამის შეთანხმება

პოტსდამის შეთანხმებაპოტსდამის კონფერენციის შემაჯამებელი დოკუმენტი. კონფერენცია მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე, ცეცილიენჰოფის სასახლეში პოტსდამში. პოტსდამის კონფერენციაზე გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის ახალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის, მისი დემილიტარიზაციის, რეპარაციის გადახდისა და გერმანელი სამხედრო ტყვეების ბედის შესახებ.

სტალინი, ჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი პოტსდამის კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთი არ მონაწილეობდა, თუმცა 4 აგვისტოს შეუერთდა პოტსდამის შეთანხმებას. თავდაპირველად კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტალინი, ჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი. მოგვიანებით ჩერჩილი შეცვალა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ.

კონფერენციაზე გერმანიისათვის მიიღეს პოლიტიკური პრინციპები, რომელსაც უწოდეს „ხუთი D“:

  • დენაციფიკაცია
  • დემილიტარიზაცია
  • დემოკრატიზაცია
  • დეცენტრალიზაცია
  • დემონტაჟი

შედეგები და გადაწყვეტილებები

რედაქტირება

პოტსდამის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო:

ეს ბოლო პუნქტი თითოეულ მაკონტროლირებელ მოკავშირეს თავის საკონტროლო ზონაში მისი ინტერესების მიხედვით რეპარაციების დაწესების უფლებას აძლევდა, რითაც დაირღვა გერმანიის ეკონომიკური ერთიანობა. ამას მალე ცივი ომის დაწყებისთანავე გერმანიის პოლიტიკური ერთიანობის დარღვევაც მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება