პოს ხეობის რეიდი
მეორე პუნიკური ომის ნაწილი

რომი და კართაგენი მეორე პუნიკური ომის დაწყებამდე
თარიღი ძვ. წ. 203
მდებარეობა ინსუბრია, იტალია
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
კართაგენი რომის რესპუბლიკა
მეთაურები
მაგონ ბარკა პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი, მარკ კორნელიუს სეტეგი
ძალები
21 000 ჯარისკაცი, 7 სპილო, 25 გემი 4 ლეგიონი + მოკავშირეები (სულ 35 000)
დანაკარგები
5 000 2 300

პოს ხეობის რეიდიმაგონ ბარკას ხელმძღვანელობით რომაელების წინააღმდეგ კართაგენელების ლაშქრობა ჩრდილოეთ იტალიაში მეორე პუნიკური ომის დროს.

მაგონი, ჰანიბალის უმცროსი ძმა, ილიპთან დამარცხების შემდეგ გაემგზავრა კუნძულ მენორკაზე. ძვ. წ. 205 წელს გადავიდა იტალიის სანაპიროზე გენუასთან ახლოს 12 000 ქვეითით და 2 000 მხედრით. გაანადგურა გენუა და თავის რიგებში მიიღო ლიგურიელები და გალები. მალევე კართაგენიდან მას გაუგზავნეს 6 000 ქვეითი, 800 მხედარი და 6 სპილო, რათა სწრაფად დაკავშირებოდა ჰანიბალს. ჰანიბალსაც და მაგონსაც ჰყავდათ ძალიან მცირე სამხედრო ძალები და მათთვის შეუძლებელი იყო ფართომასშტაბიანი ოპერაციის წარმოება.

ძვ. წ. 205-203 წლების განმავლობაში, მაგონმა სხვადასხვა ჩრდილოეთ იტალიური ტომებისაგან შეადგინა კოლაიცია რომის წინააღმდეგ. ძვ. წ. 203 წელს მედიოლანთან შეებრძოლა რომაელთა ორ არმიას, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ პრეტორი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი და პროკონსული მარკ კორნელიუს სეტეგი. მიუხედავად რომაელთა მრავალრიცხოვნობისა, თავდაპირველად გამარჯვება მაგონის მხარეს იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაგონს ბარძაყის არეში ჭრილობა მიაყენეს და მისი არმია მხედართმთავრის გარეშე დარჩა, ბრძოლის ბედი უკვე რომაელებისაკენ გადაიხარა. მალევე კართაგენიდან მოვიდა ბრძანება აფრიკაში დაბრუნების შესახებ. კართაგენის გზაზე ცურვის დროს მაგონი ჭრილობისაგან გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება