პორტია სიმპსონ-მილერი

ლუკრეცია პორტია სიმპსონ-მილერი (დ. 12 დეკემბერი 1945) — იამაიკელი პოლიტიკური მოღვაწე, სახალხო ნაციონალური პარტიის ლიდერი (ოპოზიციაში იყო 2007–2011 წწ.) და ქვეყნის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი 2006 წლის 30 მარტიდან 2007 წლის 11 სექტემბრამდე.

პორტია სიმპსონ-მილერი

იგი იყო იამაიკის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი[1]. კვლავ დაიკავა ქვეყნის პრემიერის თანამდებობა 2011 წლის 29 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელშიც სახალხო ნაციონალურმა პარტიამ გაიმარჯვა და მიიღო 41 მანდატი 63-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Profiles of Cabinet Ministers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-08. ციტირების თარიღი: 2011-12-31.
  2. Jamaica People's National Party secures big poll win.