პორტალი:ხევსურეთი/შესავალი
ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, იგი თავიდანვე კახოსის წილს შეადგენდა და იყო ისტორიული კახეთის ერთ ერთი ნაწილი. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით დურძუკეთით (დღეს ჩეჩნეთ-ინგუშეთით), სამხრეთით — ფაშავით, აღმოსავლეთით თუშეთით, დასავლეთით კი ხევითა და მთიულეთით. დღესდღეობით ხევსურეთი არაგვის ხეობის გარდა, მოიცავს ახოტისა და არდოტის ხეობებს და შესაბამისად იყოფა, არაგვის ხევსურეთად, არხოტიონად და არდოტიონად. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა მდინარის ბასეინის ნაწილებს და შესაბამისად გამოიყოფიან ერთმანეთისაგან წყალგამყოფი ხაზით..