პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია/10
რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უზველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.
რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპიქას თავისი დამახასიათებელი ნისნები აქვს.(…სრულად)