ატენის სიონი
ატენის სიონი

ატენის სიონი, VII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: გორიდან 10 კმ-ზე, ატენის ხეობაში. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას გეგმისა და ფორმებს, თუმცა რამდენიმე შეცვლილი პროპორცია აქვს. ტაძრის გეგმის საფუძველია ჯვარი, რომლის აფსიდიან დაბოლოებებს, შორის მოთავსებულია ოთხი საკანი. ჯვრის შიდა მკლავების გადამკვეთ ცენტრალურ სივრცეზე გუმბათია აღმართული. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ტრამპების სისტემით ხდება. (სრულად)