პორტალი:ფიზიკა/ბიოგრაფია
ალბერტ აინშტაინი (1879-1955), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი. წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
დაიბადა ულმში, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი დაწყებით სკოლაში საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია. (სრულად)