ფეხბურთი გუნდური სპორტული თამაში, რომელშიც მოასპარეზენი ფეხებით ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილით (ხელების გარდა) ბურთის ტარებით და პარტნიორებისთვის გადაცემით ცდილობენ დაწესებულ დროში მის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გატანას მეტოქის კარში. გუნდში 11 კაცია, მათ შორის ერთი მეკარე. სათამაშო სარბიელია სპეციალურად მონიშნული სწორკუთხა მოედანი - ჩვეულებრივ ბალახისაფარიანი მინდორი.

ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე მთელ მსოფლიოში თამაშობენ და მილიონობით ადამიანი რეგულარულად დადის სტადიონზე თავისი რჩეული გუნდის საგულშემატკივროდ, აგრეთვე გაცილებით მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებს სატელევიზიო გადმოცემებს. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.