რუსეთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კმ²) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი). 1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. (...სრულად)