პორტალი:ომი/რჩეული სტატია/8
ფაუ-2 (ოფიციალური სახელი — აგრეგატი 4, სახელწოდება ფაუ-2 წარმოდგება გერმანული სიტყვიდან Vergeltungswaffe „შურისძიების იარაღი“) — პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნილი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის მიერ. მთავარი კონსტრუქტორია ვერნერ ფონ ბრაუნი (Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun). ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელმაც კოსმოსში შეაღწია (მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 189 კმ სიმაღლეზე ადიოდა).
ძირითადში გამოიყენებოდა 1944—1945 წლებში. ამ პერიოდში ვერმახტმა გამოუშვა ასეთი 3,000-მდე რაკეტა და იყენებდა ბრიტანეთის და ბელგიის ქალაქების წინააღმდეგ, რასაც დაახ. 7,250 სამოქალაქო და სამხედრო პირის დაღუპვა მოჰყვა. რაკეტა მოგვიანებით იქცა აშშ და სსრკ რაკეტული იარაღის და კოსმოსის ათვისების საფუძვლად. (…სრულად)