პორტალი:ომი/ამ დღეს/3 იანვარი
- 1777 : ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაამარცხა ბრიტანელები პრინსტონის ბრძოლაში.
- 1815 : ავსტრიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შექმნეს საიდუმლო თავდაცვითი ალიანსი პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ.
- 1833 : ბრიტანეთმა დაიპყრო ფოლკლენდის კუნძულები სამხრეთ ატლანტიკაში.
- 1921 : თურქეთი და სომხეთი დაზავდნენ.
- 1925 : ბენიტო მუსოლინიმ თავი იტალიის დიქტატორად გამოაცხადა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: ადმირალი ჩესტერ ნიმიცი დაინიშნა ამერიკის საზღვაო ძალების მეთაურად, ოკინავასა და ივო ჯიმას ბრძოლებისთვის მოსამზადებლად.
- 1993 : მოსკოვში ჯორჯ ბუში, უფრ. და ბორის ელცინი ხელს აწერენ (სურათზე) მეორე სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმებას (START).