პორტალი:ლიტერატურა/რჩეული სტატია

ალ ჰარირის მაკამას ილუსტრაცია, XIII საუკუნე
ალ ჰარირის მაკამას ილუსტრაცია, XIII საუკუნე

არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. უფრო ადრინდელი ნაშთები ჯერ კიდევ გაურკვეველი ტექსტების ფრაგმენტებს წარმოადგენს. VII საუკუნეში შექმნილმა ყურანმა ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა მთელს არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.

ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსლიმები ჯაჰილიიას ანუ "უცოდინარობის პერიოდს" უწოდებენ. ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინარობას მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს წერილობითი ლიტერატურის ნაკვალევი, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ნამდვილი წერილობითი ლიტერატურა ვითარდებს VI საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. პირველი არაბულენოვანი ტექსტები ორი საუკუნის შემდეგ თავმოყრილ იქნება ორ კრებულში: მუ'ალაკა და მუფადდალიიატი. ეს ნაწარმოებებიც ვერ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ლიტერატურა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საუკეთესო ლექსები ან ნაწყვეტები იქნა შენახული.

(...სრულად)

სურათზე:ალ ჰარირის მაკამას ილუსტრაცია, XII საუკუნე.