პორტალი:გერმანია/ისტორიული მოვლენა/არქივი/ძველი

საღვთო რომის იმპერია (გერმ.:Heiliges Römisches Reich), მოგვიანებით გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (გერმ.: Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იყო ოფიციალური სახელწოდება იმპერიისა, რომელიც 962 წელს ოტო I-ის მმართველობის ჟამს კაროლინგური ოსტფრანკონიისაგან წარმოიშვა და 1806 წლამდე იარსება. უკანასკნელ წლებში ისტორიულ მეცნიერებაში "წმინდა რომის იმპერიის" აღსანიშნავად სახელწოდება "ძველ იმპერიასაც" იყენებენ.

სახელი "რომის იმპერია" (ლათ.: Imperium Romanum) ჯერ კიდევ კარლოს დიდის საიმპერიო ტიტულატურაშიც მოიხსენიება. იმპერატორ ფრიდრიხ I-ის დროს მას დაემატა - "საღვთო" (ლათ.: Sacrum).

გერმანულენოვან დოკუმენტებში ეს სახელწოდება (Sacrum Imperium Romanum) პირველად 1254 წელს იმპერატორ კარლ IV-ის ბულაში იხსენიება. 1438 წლიდან ამ სახელწოდებას ემატება ნაწილი - "გერმანელი ერის" (ლათ.: Nationis Germanicae). 1512 წლიდან კი სახელწოდება "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია" (ლათ.:Sacrum Romanum Imperium Nationis Germanicae, გერმ.:Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იმპერიის ოფიციალური სახელწოდება ხდება.

არქივისრულად...