მიმდინარე მოვლენები 24 ივნისი, 2011 (2011-06-24) (პარასკევი)
  • სტიქიამ კვლავ სერიოზულად დააზარალა კახეთის რეგიონი. ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაანადგურა ვენახები, სიმინდის ნათესები, საზამთროს ბაღჩები და ხეხილის ბაღები. (რადიო თავისუფლება)
  • ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირიის 1500-ზე მეტმა მკვიდრმა მიაშურა მეზობელ თურქეთს სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებსაც სირიის არმია ახორციელებს საზღვრის მიმდებარე რეგიონში საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად. თურქეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ანატოლიის ცნობით, 11 700-ს მიაღწია დროებით თავშესაფრებში მყოფი სირიელების რიცხვმა. (რადიო თავისუფლება)