- საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რეჟისორი რობერტ სტურუა გაათავისუფლეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ ინფორმაციით, რომელიც მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, ბრძანებას ხელი მოაწერა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. (რადიო თავისუფლება)
- იაპონიაში 35 ადამიანი დაიღუპა ძლიერი სიცხის გამო, 7 000 კი ჰოსპიტალიზებულია. ძლიერი სიცხე იაპონიაში 1 ივნისიდან დაიწყო, რის შედეგადაც, ორთვენახევარში სულ 35 436 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. (1 არხი)
- სირიის ტერიტორიაზე, რამალას რაიონში, ქალაქ ლატაკიაში ათასობით პალესტინელი ლტოლვილი იძულებული გახდა, ბანაკები დაეტოვებინა. ბაშარ ასადის ძალებმა ეს ნავსადგურიც დაბომბეს. (24 საათი)
- დაღესტანში, ჰასავიურტის რაიონში, რეიდის შედეგად მოკლულია 6 მეამბოხე, დაიღუპა შინაგანი ჯარების ორი სამხედრო მოსამსახურე. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. (რადიო თავისუფლება)
- ავტოკატასტროფას მოსკოვში 28 წლის რუსი მსახიობი ნიკიტა ემშანოვი ემსხვერპლა. მასთან ერთად, დაღუპულია 4 ადამიანი. (1 არხი)
|