- მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ბრიტანელ მეცნიერს რობერტ ედვარდსს მედიცინაში შეტანილი წვლილისათვის. გადაწყვეტილება დღეს სტოკჰოლმის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა. 85 წლის ფიზიოლოგს პრემია მიენიჭა ხელოვნური განაყოფიერების სფეროში ჩატარებული მრავალწიანი ექსპერიმენტებისათვის, რომლის გამოყენებითაც მსოფლიოში 4 მილიონი ბავშვი გაჩნდა. ნობელის პრემიის მოცულობა წელს 1.5 მილიონი დოლარია. ლაურეატები მიიღებენ ასევე ოქროს მედალს და სპეციალურ სიგელს. (რადიო თავისუფლება)
|