- კალათბურთელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ჩეხეთში დამთავრდა, წარმატება მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა. ფინალში მან ანგარიშით 89:69 სძლია ჩეხეთის ეროვნულ გუნდს და ოქროს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა ბელორუსიის ნაკრები, რომელმაც დაამარცხა ესპანელები - 77:68. (რადიო თავისუფლება)
- პერუს სამხრეთში მომხდარი მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ექვის ადამიანი, მათ შორის ოთხი ბრიტანელი ტურისტი დაიღუპა. ავიაკატატსროფა შაბათს ნასკას უდაბნოში მოხდა. ბოლო ხანს ეს ნასკას უდაბნოში მომხდარი მეორე უბედური შემთხვევაა. თებერვლაში პერუს აღნიშნულ ნაწილში მომხდარი ავაიაკატასტროფის შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
- ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში, ეგრეთ წოდებული „ექზიტ პოლების“ თანახმად, იმარჯვებს მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია, რომელმაც, ამ მონაცემებით, 55 პროცენტი მიიმხრო. საინფორმაციო სააგენტოს, „ბი-ენ-სის“ და ლატვიის ტელევიზიის თანახმად, მთავარ მეტოქეს მმართველი ძალისა, პრორუსულ „ჰარმონიის ცენტრს“ 30 პროცენტმა დაუჭირა მხარი. (რადიო თავისუფლება)
- გერმანიაში დღეს სადღესაწაულო ღონისძიებები ტარდება ქვეყნის გაერიანების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. 1990 წლის 3 ოქტომებრს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად შეურთდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრია ბერლინი და ბრემენი. (რადიო თავისუფლება)
|