- ინდონეზიაში მძლავრი მიწისვრებით გამოწვეული ცუნამის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 7,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი ორშაბათს საღამოს, მენტავაის კუნძულთან ახლოს მოხდა. მიწისძვრით გამოწვეულმა ტალღამ ერთი სოფელი მთლიანად დაანგრია. ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ერთი ადამიანის დაღუპვაზე საუბრობენ. (რადიო თავისუფლება)
|