- ჰაიტიში ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ქოლერის ეპიდემიამ დედაქალაქს, პორტ-ო-პრენსს მიაღწია. ჰაიტიში ქოლერამ უკვე 580-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჰოსპიტალიზებულია 9500-ზე მეტი. ქოლერის ეპიდემია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას ქვეყანაში, სადაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია იანვარში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. სტიქიურმა უბედურებამ 250 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და გაანადგურა ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი. (რადიო თავისუფლება)
|