- სერბიის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პატრიარქ პავლეს გარდაცვალების გამო. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური პავლე კვირას, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 20 წელიწადი, იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის და ბალკანეთის ომების პერიოდში მართავდა ეკლესიას.პავლეს მემკვიდრეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღეში აირჩევენ. (რადიო თავისუფლება).
|