პავლე (სერბეთის პატრიარქი)

პავლე (სერბ. Патријарх Павле, ერობაში გოიკო სტოიჩევიჩი, სერბ. Гојко Стојчевић; 11 სექტემბერი 191415 ნოემბერი 2009) – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქი 1990-2009 წლებში. ცნობილი იყო თავისი ასკეტური და უანგარო ცხოვრების წესით, არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი, უარს ამბობდა მატერიალურ კეთილდღეობაზე და შემოწირულობებზე.[1]

უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა
პავლე
44-ე სერბეთის პატრიარქი
არჩევა: 30 ნოემბერი, 1990
ინტრონიზაცია: 2 დეკემბერი, 1990
ეკლესია: სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: გერმანი
მემკვიდრე: ირინეოსი
 
დაბადების სახელი: გოიკო სტოიჩევიჩი
დაბადება: 11 სექტემბერი, 1914
კუჩანცი, სლავონია, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალება: 15 ნოემბერი, 2009 (95 წლის)
ბელგრადი
დაკრძალულია: რაკოვიცის მონასტერი
ბერად აღკვეცა: 1948
მღვდლად კურთხევა: 1954
ეპისკოპოსად კურთხევა: 1957

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, 11 სექტემბერს (1914). დღევანდელი ხორვატიის ისტორიულ ოლქ სლავონიაში, სოფელ კუჩანცში;

1929 წელს დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია;

1936 წელს სარაევოს სემინარია;

1941 წელს ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;

1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე;

1948 წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;

1949-1955 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში;

1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად;

1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;

1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;

1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე დაინიშნა რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად; ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში 1957 წლის 21 სექტემბერს;

1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს;

გარდაიცვალა 2009 წლის 15 ნოემბერს, ბელგრადში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Четыре истории о Сербском патриархе Павле“. Милосердие.ru (რუსული). 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2017-02-06.