- ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის შენობას ორშაბათს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. vesti.ru
- ტყის ხანძრის შედეგად ავსტრალიაში 9 თებერვლისთვის 173 ადამიანი იყო დაღუპული-იუწყება ტელეკომპანია სქაი-ნიუზი. სქაი-ნიუზი
- ესპანეთის უმღლესმა სასამართლომ ხელისუფლების მოთხოვნა დააკამყოფილა და რეგიონული არჩევნებიდან ორი რადიკალური ბასკური პარტია „დემოკრატია 3 000 000“ და „ასკატასუნა“ მოხსნა. ტერორისტულ ორგანიზაცია ეტასთან და მის პოლიტიკურ ფრთა ბატასუნასთან კავშირის ბრალდებით, რომელთა მოღვაწეობა ესპანეთში 2003 წლიდან აკრძალულია. lenta.ru
- მადრიდში საგამოფენო ცენტრ „იფემას“ ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. პასუხისმგებლობა მომხდარზე ბასკურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ეტამ იკისრა-იუწყება ესპანეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებელი RTVE.
- იემენის ხელისუფლებამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 170 ადამიანი გაათავისუფლა. YahooNews
|