- აშშ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განზრახვა დაადასტურა, რომ ამერიკა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას გააგრძელებს. lenta.ru
- თალიბანის მოძრაობამ შარშან პაკისტანში დატყვევებული პოლონელი ინჟინრის მოკვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მძევლის გათავისუფლებაში გამტაცებლებმა დიდძალი თანხა და ექვსი მებრძოლის ციხიდან გამოშვება მოითხოვეს. lenta.ru
- 1 იანვარს გატაცებული ეგვიპტური ხომალდის „ბლუ სთარის“ მფლობელმა სომალელ მეკობრეებთან შეთანხმებას მიაღწია ხომალდის და ეკიპაჟის გათავისუფლების საკითხზე. გამტაცებლები მზად არიან ნადავლი ერთ მილიონ დოლარად დათმონ. lenta.ru
|