- ლა ბრეას კუპრის ტბორში, ლოს-ანჯელესი კალიფორნია, კოლუმბიური მამონტი აღმოაჩინეს. (Reuters)
- შვეიცარული კომპანია UBS AG 780 მილიონ $ გადაიხდის ჯარიმებსა და რესტიტუციაში, მას მერე რაც გადაწყვიტა ამერიკელ კლიენტებს დახმარებოდა გადასახადებისგან თავის დაძვრენაში. (CNN)
- ევროშვეულმფრენი AS 332 Super Puma, 18 მგზავრით ბორტზე, ავარიულად დააეშვა წყალზე ჩრდილოეთის ზღვაში. (BBC)
- ისრაელის მთავრობა უარს აცხადებს მოლაპარაკებების განახლებაზე ჰამასთან, ვიდრე ეს უკანასკნელი არ გაათავისუფლებს გილად შალითს. (BBC)
- ირანმა გამოაცხადა უპილოტო მფრინავი აპარატის შექმნა, რომლის ფრენის სიშორეც 1000 კმ-ია. (Bloomberg)
- შვედეთის მრეწველობის, ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა მაუდ ოლოფსონმა ჯენერალ მოტორსი გააკრიტიკა ავტომწარმოებელ Saab-ის მიტოვებისთვის. (The Local)
- ჩეხეთის დეპუტატთა პალატა ამტკიცებს ლისაბონის ტრაქტატს. (CTK)
- ჯენერალ მოტორსი 2009 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებს 47000-ით შეამცირებს. (Sky News)
- სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ თუ ჩრდილოეთი კორეა გააგრძელებს საშუალო სიშორის რაკეტების გამოცდას, გაეროს სანქციები დაეკისრება. (Reuters)
- რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ჩაძირა ჰონგ კონგის კუთვნილი სავაჭრო გემი, დაღუპულია 8 ადამიანი. (RIAN)
|