პორტალი:აშშ/რჩეული სტატია/1
სატურნ V (Saturn V) — აშშ-ის მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი, რომელიც გამოიყენებოდა "აპოლოსა" და "სკაილების" კოსმოსური პროგრამისათვის 1967-1973 წლებში. სატურნ-V შეიქმნა ვერნერ ფონ ბრაუნის ხელმძღვანელობით, კომპანიებთან ბოინგი, North American Aviation, Douglas Aircraft Company და IBM თანამშრომლობით. მისი გაბარიტებით, მასით და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით ის დღემდე რჩება კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს რაკეტა-მატარებლად, თუმცა საბჭოთა რაკეტა-მატარებელ "ენერგიას", რომელიც მხოლოდ ორჯერ გაფრინდა კოსმოსში (1987 და 1988 წლებში) ოდნავ მეტი წევა ჰქონდა.
1961 წლის 25 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა, რომ აშშ შეეცდებოდა 60-იანი წლების ბოლომდე ადამიანის გაშვებას მთვარეზე. ამ დროისათვის აშშ-ის პილოტირებულ კოსმოსურ ფრენაში მეტად მცირე გამოცდილება ჰქონდა. 5 მაისს პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი გაფრინდა კოსმოსში ხომალდ "ფრიდომ-7" სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე, რომელიც სულ 15 წუთი გაგრძელდა. იმ დროს არავითარ რაკეტას არ შეეძლო ადამიანის მთვარეზე გაგზავნა, მით უმეტეს ერთ ჯერზე. სატურნ I უკვე მუშავდებოდა, მაგრამ ჯერ გამოცდილი არ იყო და, რადგან იგი მეტად მცირე ზომის იყო, საჭირო გახდებოდა მისი რამდენიმეჯერ კოსმოსში გაშვება და მთვარის კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე აწყობა. (...სრულად)