პორტალი:აზერბაიჯანი/რჩეული ბიოგრაფია
ნიზამი განჯელი (نظامی گنجوی სპარს., Nizami Gəncəvi აზერბ.) (1141 – 1209), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი, აზერბაიჯანელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განჯაში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. დედამისი, რაისა, წარმოშობით ქურთი იყო, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. (...სრულად)