პოპსა (რუს. Попса წარმოდგება ინგლ. Pops — "პოპულარულები"-დან) — საბჭოთა დროიდან გავრცელებული ტერმინი, რომელიც ქართულში შემოვიდა რუსული ენიდან და აქვს ორი მნიშვნელობა:

  • გაფუჭება - დღეისათვის ეს ტერმინი ამ მნიშვნელობით აღარ გამოიყენება.[1]
  • დაბალი ხარისხის მუსიკა - ძირითადად ეხება პოპ-მუსიკას.[2]

მნიშვნელობები

რედაქტირება

„პოპსას“ ძირითადად უწოდებენ სხვადასხვა სიმღერას, მუსიკალურ პიესას და ა.შ. აქვს უარყოფითი მნიშვნელობა და შესაძლოა, წარმოადგენდეს რომელიმე პიროვნების სუბიექტურ აზრს ამა თუ იმ მუსიკალურ ნამუშევარზე.

ტერმინი „პოპსა“ შესაძლოა, გულისხმობდეს ნებისმიერ კომერციული კუთხით წარმატებულ მუსიკალურ ნომერს, განურჩევლად მისი ხარისხისა და პროფესიონალიზმის სუბიექტური შეფასებისა. ტერმინს იყენებენ როგორც მუსიკოსები, ასევე მუსიკალური ჟურნალისტები.[3][4]

ხელოვნებათმცოდნე ტატიანა სტაროსტინას აზრით, „პოპსა შეიძლება ეწოდოს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ თანამედროვე კულტურის გარკვეულ ფენებს, როგორიც არის ლიტერატურა და კინო. ასეთი ნაშრომის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის ხანმოკლე მოთხოვნების დაკმაყოფილება“.[5]

წარმოშობა

რედაქტირება

ტერმინი გავრცელდა 1980-იანი წლების ბოლოს, თავდაპირველად - მხოლოდ პოპ-მუსიკოსებთან მიმართებაში, მაგრამ როკ-მუსიკასთან მას 1980-იანების დასაწყისშიც იყენებდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში იური ჩერნავსკიმ განაცხადა, რომ, როგორც პროდიუსერმა, სპონტანურად მოიგონა ეს ტერმინი, შეაერთა რა ორი სიტყვა - ’ასა’ და ’პოპი’.[6]

საქართველოში, როგორც წესი, ამ სიტყვის ანალოგად იყენებენ „პაპსას“.

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-27. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-07. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-24. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-03. ციტირების თარიღი: 2011-06-29.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება