ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პონტიფიკები (ლათ. pontifex-fices) — ქურუმთა კოლეგია ძველ რომში, რომელიც განაგებდა სახელმწიფოს რელიგიურ ცხოვრებას[1] და თვალ–ყურს ადევნებდა ღმრთისმსახურებას. ამ კოლეგიის შექმნა მიეწერება რომის მეფეს – ნუმა პომპილიუსს. თავიდან კოლეგია სულ 4 წევრისაგან შედგებოდა და მათ უმაღლესი პონტექსი ხელმძღვანელობდა. ძვ. წ. 300 წელს კოლეგიას კიდევ 4 წევრი მიამატეს, ხოლო დიქტატორმა სულამ მათი რამოდენობა 15–მდე გაზარდა. იმპერიის პერიოდში მთავარ პონტექსად იმპერატორი ითვლებოდა და თავისი სურვილის მიხედვით ცვლიდა წევრთა რაოდენობას. ამ დროისათვის უკვე არსებობდნენ მცირა პონტიფიკებიც, რომლებიც დამხმარეების ან გადამწერის მოვალეობას ასრულებდნენ.

პონტიფიკების მოვალეობას რელიგიის მეთვალყურეობის გარდა კალენდრების შედგენა და მეთვალყურეობა შეადგენდა. მათზე უფლებამოსილად მხოლოდ სენატი და სახალხო კრება ითვლებოდა. რომის კოლონიებში არსებობდნენ განსაკუთრებული პონტიფიკები, მაგრამ ისინი რომის ფონტიფიკებს ნაწილობრივ მაინც ემორჩილებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „მითოლოგიური ლექსიკონი“ გამომცემლობა „განათლება“. თბილისი – 1972
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტიფიკები“-დან