პოლ ფურმარიე
პოლ ფრედერიკ ჟოზეფ ფურმარიე (ფრანგ. Paul Frédéric Joseph Fourmarier; დ. 25 დეკემბერი, 1877 — გ. 20 იანვარი, 1970) — ბელგიელი გეოლოგ-ტექტონისტი. ბელგიის მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრი (1919). მრავალი პუბლიკაციის ავტორი გეოლოგიის დარგში.[1]
პოლ ფურმარიე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1877 |
დაბ. ადგილი | ლა-ილპი |
გარდ. თარიღი | 20 იანვარი, 1970 |
გარდ. ადგილი | ლიეჟი |
მოქალაქეობა | ბელგია |
საქმიანობა | გეოლოგია |
მუშაობის ადგილი | ლიეჟის უნივერსიტეტი |
ჯილდოები |
უოლასტონის მედალი პენროუზის მედალი |
1899 წელს დაამთავრა ლიეჟის უნივერსიტეტი. მუშაობდა იქვე (1901–48, 1927 წლიდან პროფესორი). ძირითადი შრომები აქვს სტრატიგრაფიაში, ტექტონიკასა და ჰიდროგეოლოგიაში, ამას გარდა, იკვლევდა ბელგიისა და ბელგიის კონგოს გეოლოგიასა და ცენტრალური აფრიკის სხვა რეგიონებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნაოჭა სტრუქტურებისა და კლივაჟის შესწავლას; აღწერა შარიაჟები არდენებში. გამოიკვლია კონტინენტების დრეიფის პრობლემა. იყო ბელგიის გეოლოგიური საზოგადოების გენერალური მდივანი (1908–33). დაჯილდოებულია ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის მედლითა (1957)[2] და ეკონომიკური გეოლოგიური საზოგადოების პენროუზის ოქროს მედლით (1952).[3] მისი სახელობისაა მინერალი ფურმარიერიტი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Biographie de Paul Fourmarier www.kaowarsom.be
- ↑ Geological Society of London | Wollaston Medal
- ↑ Society of Economic Geologists | Penrose Gold Medal
- ↑ Fourmarierite Mineral Data webmineral.com