პოლ სინიაკი (დ. 11 ნოემბერი, 1863, პარიზი — გ. 15 აგვისტო, 1935, პარიზი) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი, ნეოიმპრესიონიზმის წამყვანი მხატვარი და თეორეტიკოსი, პუანტილისტი.

ფელიქს ფენეონის პორტრეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა პარიზში ბინგის თავისუფალ სახელოსნოში. 1884 წელს იყო „დამოუკიდებელთა სალონის“ შექმნის თანაორგანიზატორი. 1886 წელს ჟორჟ სერასა და კამილ პისაროს მეშვეობით გაეცნო ნეოიმპრესიონიზმს. თავის ნაწარმოებებში მიჰყვებოდა ჟ. სერას დოქტრინას: ფერთა დაშლას შემადგენელ ნაწილებად. მისი 1890 წლის ნამუშევარი ფელიქს ფენეონის პორტრეტი (კერძო საკუთრება, ნიუ-იორკი) მიიჩნევა „მოდერნის“ წინამორბედად. უმეტესად ხატავდა ზღვის პეიზაჟებს. ასეთია „მარსელის პორტი“ (1911, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, პარიზი). მისი ნამუშევრების ნაწილი დაცულია ორსეს მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: