პოლ დეივის რაიანი (ინგლ. Paul Davis Ryan; დ. 29 იანვარი, 1970) — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი უისკონსინის შტატიდან. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის მიერ დასახელებულ იქნა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[1][2] აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2011-2015 წლებში. 2015 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. 2018 წლის 11 აპრილს განაცხადა, რომ აღარ იყრიდა კენჭს 2018 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე და შესაბამისად, ახალი კონგრესის დაწყებიდან, აღარ იქნებოდა წარმომადგენელთა პალატის წევრი. ეს გადაწყვეტილება რაიანმა ოჯახთან და შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა.[3]

პოლ რაიანი
Paul Ryan
პოლ რაიანი Paul Ryan
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ოქტომბერი, 2015 – 3 იანვარი, 2019
წინამორბედიჯონ ბეინერი
მემკვიდრენენსი პელოსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1999 – 3 იანვარი, 2019

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2011 – 3 იანვარი, 2015

დაბადებული29 იანვარი, 1970
ჯეინსვილი, უისკონსინი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებამაიამის უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიკე

რაიანი დაიბადა და გაიზარდა უისკონსინის შტატის ქალაქ ჯეინსვილში. დამთავრებული აქვს მაიამის უნივერსიტეტი ოჰაიოში.

  1. Rucker, Philip; Balz, Dan (August 10, 2012). „Romney picks Paul Ryan as running mate“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2012-08-11.
  2. Mardell, Mark (August 11, 2012). „Republican Romney names Paul Ryan as running mate“. BBC News Online. ციტირების თარიღი: 2012-08-12.
  3. [https://www.cnbc.com/2018/04/11/paul-ryan-explains-why-he-decided-to-retire.html Paul Ryan explains why he decided to retire; CNBC
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: