პოლ კადენი (ინგლ. Paul Cadden დ. 1964) — შოტლანდიელი ჰიპერრეალისტი მხატვარი[1].

ადრეული წლები

რედაქტირება

კადენი 1964 წელს დაიბადა გლაზგოში, მხატვრობა ექვსი წლის ასაკში დაიწყო[1]. ჰიპერრეალიზმთან დამატებით, მას „3D“ ილუსტრატორადაც აქვს ნამუშევარი[2].

შემოქმედება

რედაქტირება

კადენი ყოველ წელს დაახლოებით 7 ნამუშევარს ქმნის და თითოეულზე საშუალოდ სამიდან ექვს კვირამდე დროს ხარჯავს. მისი ნამუშევრები ძირითადად „A1“ ან „A0“ ფორმატშია და უმეტესწილად მხოლოდ ფანქრის გამოყენებით არიან შექმნილნი,[3] თუმცა ხანდახან ცარცსაც იყენებს[2]. მისი ძირითადი თემა ჩვეულებრივ ხალხია, თუმცა ქუჩის სცენებს, ავტომობილებს და ცხენებსაც მოიცავს[4]. მისი ნამუშევრებიდან თითოეული £5000-ზე მეტ ფასად იყიდება, ისინი გამოფენილნი იყვნენ ლონდონში, ნიუ იორკსა და ატლანტაში[3].

კადენი მის შთაგონებად ფრაზა „ნორმალურის გამძაფრებას“ ციტირებს და 2012 წელს განაცხადა, რომ ის ესწრაფვის ისეთი ნახატების შექმნას, რომელნიც უბრალო „ადამიანური სცენების და ყოველდღიური ყოფის“ ემოციურ დატვირთვას გადმოსცემენ[3]. მისი ნამუშევრების შესახებ ის ამბობს, რომ „მართალია სურათები და ნახატები, რომლებსაც მე ვქმნი დაფუძნებულნი არიან ფოტოსურათებზე, ვიდეოების კადრებზე და ა.შ., იდეა ფოტოგრაფიის საზღვრებს გარეთ გასვლაში მდგომარეობს[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Paul Cadden's Hyperrealism. koikoikoi (1 June 2012). ციტირების თარიღი: 17 June 2012.
  2. 2.0 2.1 Atkins, Nigel. (15 March 2012) UnHBelievable: Hyper-real pencil drawings look just like photos. Daily Mirror. ციტირების თარიღი: 17 June 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 Mcqueeney, Kerry. (15 March 2012) No, they're not photographs! The astonishing pictures drawn by PENCIL. Daily Mail. ციტირების თარიღი: 17 June 2012.
  4. Greenhough, Chris. (26 April 2012) Not Actually Photographs: Paul Cadden's Incredible Pencil Drawings. The Inquisitr. ციტირების თარიღი: 17 June 2012.
  5. Hyperreal Paintings by Paul Cadden. Juxtapoz (17 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 17 June 2012.