პოლ ბარანი (ინგლ. Paul Alexander Baran; დ. 8 დეკემბერი, 1910, ნიკოლაევი, რუსეთის იმპერია — გ. 26 მარტი, 1964, პალო-ალტო, კალიფორნიის შტატი, აშშ) — რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი. მაგისტრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში; ფილოსოფიის დოქტორი გახდა 1932 წელს, ბერლინში. მუშაობდა ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში. ასწავლიდა სტენფორდის უნვიერსიტეტში. ის არის ნეომარქსისტული მიმდინარეობის წარმომადგენელი ეკონომიკის დარგში.

პოლ ბარანი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1909(1909-08-25)
დაბ. ადგილი მიკოლაივი
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1964(1964-03-26) (54 წლის)
გარდ. ადგილი პალო-ალტო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აშშ
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი, სტენფორდის უნივერსიტეტი, ბრუკინგსის ინსტიტუტი, Office of Price Administration, Office of Strategic Services და United States Department of Commerce
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, გიორგი პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი

ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

პოლ ბარანი დაიბადა ნიკოლაევაში, ებრაულ[1] ოჯახში. მისი მამა, აბრაამ ისააკის ძე ბარანი — ექიმი და მენშევიკი — შვილებთან და ცოლთან, როზალია ბრაუდესთან ერთად გადავიდა ვილნიუსში[2]. ოჯახი ვილნიუსიდან გაავიდა ბერლინში, შემდეგ კი საცხოვრებლად დაბრუნდა მოსკოვში, 1915 წელს, მაგრამ პოლ ბარანი დარჩა გერმანიაში, რომ სწავლა დაესრულებინა.

1926 წელს ის სწავლ;ობდა გიორგი პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში.

ნაშრომები

რედაქტირება
  • ზრდის პოლიტიკური ეკონომია (The political economy of growth, 1957; русск. перевод: К экономической теории общественного развития. М., 1960)
  • მონოპოლიტიკური კაპიტალი: ამერიკული ეკონომიკის კვლევა (Monopoly Capital: An essay on the American economic and social order, 1966, в соавторстве с П. Суизи)
  • ნეოკოლონიზმის პოოლიტიკური ეკონომია (The Political Economy of Neo-Colonialism, 1975)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება