პოლონური ჰარტი (პოლ. Chart polski) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პოლონეთში XV საუკუნეში.

პოლონური ჰარტი
წარმოშობის ქვეყანა პოლონეთი
თვისებები
წონა სიმაღლის პროპორციული
სიმაღლე მამრი 74-80 სმ.
მდედრი 68-74 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ძველი პოლონური ხელნაწერები და ნახატები აღწერენ და გამოსახავენ ძაღლებს, რომლებიც პოლონელ დიდგვაროვნებს კურდღელზე და მელაზე სანადიროდ ახლდნენ და რომლებიც ძალიან გავდნენ თანამედროვე ჰარტს. ეს ჯიში აზიური მწევარის შთამომავალია. პოლონეთის ფარგლებს გარეთ იშვიათად გვხვდება. XX საუკუნის ომების დროს ამ ჯიშმა დიდი დანაკარგები განიცადა, თუმცა პოლონელებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს ამ ჯიშის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი ძალიან ჰგავს გრეიჰაუნდს, სტანდარტული ჰარტი უფრო ძლიერი და ნაკლებ დახვეწილი ცხოველია, ვიდრე გრეიჰაუნდი. ჰარტი მოხერხებული და ჯინიანი მონადირეა. უცნობებთან, ჩვეულებრივ, თავდაჭერილია, თუმცა პატრონის და მისი ოჯახის ერთგულია.

ჰარტის გაწვრთნა ადვილია, კარგად იტანს სიცივეს და სიცხეს, კარგად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ბალანი უხეში და შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს. გავა ოდნავ მომრგვალებულია, კისერი გრძელი და დაკუნთულია, წინა ფეხები გრძელი და სწორია. უკანა კიდურები წინასთან შედარებით გაცილებით გრძელია, აქვს დიდი ნუშისებრი თვალები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: