პოლონური ნაგაზი (პოლ. Polski Owczarek Nizinny) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პოლონეთში XIII საუკუნეში.

პოლონური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა პოლონეთი
თვისებები
წონა 14-16 კგ.
სიმაღლე 41-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

როგორც ჩანს, ეს საშუალო ზომის, ძლიერი ნაგაზი უნგრეთის დაბლობებში მცხოვრები დახვეულბალნიანი, უძველესი მეცხვარე ძაღლების და მომცრო, გრძელბალნიანი, მთის მეცხვარე ძაღლების შთამომავალია. მეორე მსოფლიო ომმა პოლონური ნაგაზი გადაშენების პირას მიიყვანა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პოლონური ნაგაზი დამაკავშირებელი რგოლია 1000 წლის წინ ევროპაში ჩამოყვანილ აზიურ, დახვეულბალნიან, უძველეს მეცხვარე ძაღლებსა და უფრო თანამედროვე მეცხვარე ძაღლებს შორის, როგორიცაა, მაგალითად, წვერიანი კოლი და ჰოლანდიური სჰაპენდუსი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაუღალავი მუშაობის შედეგად პოლონელებმა შეძლეს ამ შესანიშნავი ჯიშის აღდგენა. პოლონური ნაგაზი პოპულარულია პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთაც.

ჩვეულებრივ, ის კომპანიონად ჰყავთ, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მეცხვარე ძაღლის შესანიშნავ თვისებებს. პოლონურ ნაგაზს აქვს განიერი წელი, კარგად განვითარებული კუნთებით, განიერი, დაკუნთული თეძოები, სწორი და განიერი ზურგი. სხეულს ფარავს გრძელი, ხშირი ბალანი, ბევრი ბალანია შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზეც. ბალნის შეფერილობა მრავალნაირია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პოლონური ნაგაზი კარგად ეგუება სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, არ უყვარს სიცხე, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: