პოლინა ოსიპენკო (დ. 25 სექტემბერი, 1907 — გ. 11 მაისი, 1939) — საბჭოთა სამხედრო მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი (1938), მაიორი (1939). 1932 წელს დაამთავრა კაჩის საავიაციო სკოლა. მსახურობდა გამანადგურებელ ავიაციაში. დაამყარა ხუთი საერთაშორისო რეკორდი ქალთა შორის. დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება