პოკროვსკის სახლი (ტაგანროგი)

პოკროვსკის სახლი (რუს. Дом Покровского) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1870-იანი წლებში. 1976 წლის 4 თებერვლის საოლქო აღმსაკომის ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

პოკროვსკის სახლი
რუს. Дом Покровского
კოორდინატები 47°12′28″N 38°56′40″E / 47.20775° ჩ. გ. 38.944417° ა. გ. / 47.20775; 38.944417
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი 1870-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100120000

მისამართი: ტაგანროგი, კომკავშირის შესახვევი № 43.

1865 წელს კიევიდან ტაგანროგში ჩავიდა სასულიერო აკადემიის მასწავლებელი ფ. პოკროვსკი. ტაგანროგში ჩამოსვლის შემდეგ დანიშნეს რჯულის კანონის მასწავლებლად ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი გახდა ტაგანროგის მიძინების ტაძრის წინამძღვარი. ძალიან მალე პორკროვსკი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, განსაკუთრებით მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. პოკროვსკი წერდა ჟურნალებსა და წიგნებს მემარცხენე ფლანგიდან. საკუთარ სახლში, სადაც იგი დასახლდა 1870 წელს, იყო იმ მოსწავლეთა თავშესაფარი, რომლებიც მონაწილეობდნენ რევოლუციურ მოძრაობაში. პოკროვსკის შვილი რევოლუციური წრეებში გაერთიანდა 1880-იან წლებში.

გიმნაზიაში სადაც ასწავლიდა პოკროვსკი, სწავლობდა ანტონ ჩეხოვი. მომავალი მწერალი სარგებლობდა პოკროვსკის დიდი სიმპატიებით, იწვევდა ტავისთან და აწვდიდა ლიტერატურას, რომელიც მაშინ იწოდებოდა ბავშვებისათვის არასასურველად. ასევე ხშირად სტუმრობდა პოკროვსკი ჩეხოვების ოჯახსაც[1].

პოკროვსკის ერთსართულიანი, შელესილი, აგურის სახლი ავლენს ძველი რუსული არქიტექტურის ნიშნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარი შესასვლელი, რომელიც მოქცეულია ორ სვეტს შორის, რომელიც ერთმანეთთან თაღით არის გადაბმული. ფანჯრების ქვეშ სწორკუთხა ნიშებია[2].

  1. Дом Ф. П. Покровского. Комсомольский бульвар, 43. А. П. Чехов. ციტირების თარიღი: 2017-03-05.
  2. Эклектика. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-03-05.