პოიტინგერის ტაბულა
პოიტინგერის ტაბულა (ლათ. Tabula Peutingeriana, Peutingeriana Tabula Itineraria) — XIII საუკუნეში, ბერი ელზა კოლმარელის მიერ პერგამენტზე შესრულებული ძველი რომის რუკის ასლი. რუკაზე დატანილია რომის იმპერიაში არსებული გზები და ძირითადი დასახლებული პუნქტები. რუკამ სახელწოდება მიიღო XV-XVI საუკუნეებში მცხოვრები მისი ერთ-ერთი მესაკუთრისაგან — კონრად პოიტინგერისაგან.
2007 წელს პოიტინგერის ტაბულა შევიდა იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების სიაში.
ისტორია
რედაქტირებარუკის ორიგინალი შექმნილია ძვ. წ. I-ჩვ. წ. V საუკუნეების პერიოდში[1]. სავარაუდოდ პოიტინგერის ტაბულა სათავეს იღებს მარკ ვისპანი აგრიპას რუკიდან, რომელიც შეიქმნა იმპერატორ ოქტავიან ავგუსტისათვის. შემდეგ რუკაში შეჰქონდათ ცვლილებები. სავარაუდოდ რუკა საბოლოოდ შესწორდა IV საუკუნეში, რადგანაც მასზე აღნიშნულია კონსტანტინოპოლი. ამის გარდა რუკაზე შემორჩენილია რიგი ქალაქები რომლებიც V საუკუნის შემდეგ დაიცალა და გაქრა. ეს იმას ნიშნავს რომ რუკაშეი ცვლილება აღარ შეუტანიათ V საუკუნიდან.
შემონახული მანუსკრიპტი თარიღდება XIII საუკუნით. ის შეიქმნა უცნობი კოლმარელი ბერის მიერ დაახლოებით 1265 წელს.
1494 წელს კონრად ცელტისმა რუკა ვორმსის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა. 1508 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ რუკა ანდერძით ერგო მის მეგობარს კონრად პოიტინგერს.
1591 წელს რუკა ნაწილობრივ იქნა გამოქვეყნებული ჟან მორეს (Jan Moretus) საგამომცემლო სახლის მიერ სახელწოდებით «Fragmenta tabulæ antiquæ». 1598 წელს კი იმავე საგამომცემლო სახლმა გამოსცა რუკის სრული ვარიანტი, შესრულებული აბრაჰამ ორტელის მიერ[2].
პოიტინგერტა ოჯახი რუკიტ ფლობდა 1714 წლამდე. შემდეგ მან მეპატრონე არაერტხელ შეიცვალა სანამ არ შეიძინა ევგენი სავოისკიმ ას დუკატად. 1736 წელს რუკა შეიძინა ჰაბსბურგის საიმპერატორო ბიბლიოთეკამ.
დღესდღეობით პოიტინგერის ტაბულა ჰოფბურგში ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება[3].
აღწერა
რედაქტირებაპოიტინგერის ტაბულა გაშლილ მდგომარეობაში 34 სმ. სიგანისა და 6,75 მ. სიგრძისაა. ორიგინალი შედგებოდა პერგამენტის 12 ნაჭრისგან, რომლებიც ბოლოებით ერთმანეთზე იყო მიწებებული. დღეს მათგან 11 ნაჭერია შემორჩენილი. ეს რუკა გვიჩვენებს რომის მსოფლიო იმპერიის ძლევამოსილებას მისი დიდების მწვერვალზე ყოფნის დროს. მაშინ ის დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.
პოიტინგერის ტაბულის შემქმნელმა რუკის მასშტაბები ვერტიკალური მიმართულებით — იმპერიის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი — შეავიწროვა, ხოლო ჰორიზონტალური მიმართულებით — აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილი — საკმაოდ გაზარდა. შედეგად კი, რუკა ძალიან დამახინჯებული გამოვიდა. მაგრამ იგი საკმაოდ პრაქტიკული იყო გასაშლელად, საჭირო ადგილის სანახავად, დასაკეცად და სატარებლად. მოგზაურებს მისი დახმარებით სწრაფად შეეძლოთ ენახათ საუკეთესო გზა ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად. გზაში ყოფნისას კი მათთვის ამის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, თუ რუკაზე იტალიას როგორი ფორმა ჰქონდა, შავი ზღვა რა ზომისა იყო ან სინამდვილეში საით მიემართებოდა გზა*.
პოიტინგერის ტაბულაში სხავადასხვა ფერია გამოყენებული. მასში გზები აღნიშნულია წითელი, მთები ყავისფერი, მდინარეები კი მწვანე ფერის ხაზებით. რუკაზე ნაჩვენებია ასობით ქალაქი, რომელთა აღსანიშნავად გამოყენებულია სახლები, გალავნიანი ეზოები და კოშკები. მასში მოცემული სიმბოლოები მგზავრს აჩვენებდა, თუ რა შენობები შეხვდებოდა გზაზე. რუკაზე ასევე ნაჩვენებია, თუ რა მანძილებით იყო ერთმანეთისაგან დაშორებული ქალაქები, სადგურები და ღამის გასათევი ადგილები.
პოიტინგერის ტაბულაზე ასახული რომის იმპერიის გზების სიგრძე ჯამში 200 ათას კმ-ს შეადგენდა. რუკაზე ასევე აღნიშნულია ქალაქები, ზღვები, მდინარეები და მთები. რუკაზე წარმოდგენილია მტელი რომის იმპერია, ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი და ჩინეთიც.
რუკის პირველ ნაწილზე ასახულია აღმოსავლეთი ნაწილი, ბრიტანეთის კუნძულები, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, მაროკო. იბერიის ნახევარკუნძულის არარსებობის გამო ვარაუდობენ რომ ჩვენამდე არ მოაღწია რუკის მეთორმეტე ნაწილმა, რომელზეც უნდა ყოფილიყო ესპანეთი, პურტუგალია და სხვა.
პოიტინგერის ტაბულაზე აღნიშნულია რამდენიმე ბიბლიური ადგილი და ცნობა ბიბლიაში მოხსენიებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სინას მთის ადგილზე ლათინურად ორი წარწერაა გაკეთებული. პირველი ამბობს: „უდაბნო, სადაც ისრაელის ძენი მოსეს წინამძღოლობით 40 წელი ხეტიალობდნენ“ (იესო ნავეს ძე 5:6). მეორე წარწერა კი გვეუბნება: „ეს არის სინას მთა, რომელზეც მიცემულ იქნა რჯული“ (ლევიანები 27:34).
იერუსალიმი აღნიშნული იყო წარწერით, რომელშიც მოიხსენიებოდა ქალაქის მეორე სახელიც — Aelia Capitolina. ეს სახელი ქალაქს პუბლიუს ელიუს ჰადრიანუსის (უფრო მეტად ცნობილია ადრიანედ) პატივსაცემად დაერქვა. ამ რომაელმა იმპერატორმა ქალაქს თავისი სახელი II საუკუნეში უწოდა. პოიტინგერის ტაბულაში აგრეთვე ლათინურად აღნიშნულია ზეთისხილის მთა.
რუკაზე წარმოდგენილია 555 ქალაქი და დაახლოებით 3500-მდე ღირსშესანიშნავი ადგილი. ქალაქები აღნნიშნულია ორი სახლით, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ადგილები (მაგალითად, რომი, კონსტანტინოპოლი, ანტიოქია) — მედალიონების მსგავსი სპეციალური პიქტოგრამებით.
მანძილები და ლანდშაფტი რუკაზე არაა წარმოდგენილი ჩვეულებრივი რუკის შესაბამისად. პოიტინგერის ტაბულას შეიძლება უფრო სქემა დაერქვას ვიდრე რუკა. რუკის დანიშნულება იყო განსაზღვრულიყო დანიშნულების ადგილამდე უმოკლესი გზა.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს რომ ზოგიერთი მანძილი და დასახლებული პუნქტები შეცდომითაა დატანილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Подосинов А. В., Восточная Европа в римской картографической традиции. Тексты, перевод, комментарий. — М.: Индрик, 2002.. (Древнейшие источники по истории Восточной Европы). — ISBN 5-85759-174-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- История развития картографии до Великих географических открытий დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Шейкин А. Шесть метров дорожной карты[მკვდარი ბმული] (Хрестоматия «Точки и линии. Кое-что из занимательного картоведения». Составитель Ю. Н. Лазаревич)
- Roman Sites: complete scan of Tabula Peutingeriana 13th centuryდაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine. (Скан Пейтингеровой таблицы XIII века на сайте «Roman Sites») (ინგლისური) (იტალიური)
- Bibliotheca Augustana: complete scan of Tabula Peutingeriana 1887—1888 (Скан Пейтингеровой таблицы 1887—1888 гг. на сайте «Bibliotheca Augustana») (ინგლისური)
- Peutinger Map article by Lendering დაარქივებული 2011-09-03 საიტზე Wayback Machine. (Статья Джона Лендеринга о Пейтингеровой таблице) (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Levi A. and M. Itineraria picta: Contributo allo studio della Tabula Peutingeriana. Rome: Bretschneider, 1967.
- ↑ John P. Considine, Dictionaries in early modern Europe: lexicography and the making of heritage, Cambridge University Pres, 2008
- ↑ Древнеримские дороги дошли до публики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-25. ციტირების თარიღი: 2017-02-05.