პოიკე
პოიკე (ინგლ. Poike) — ჩამქრალი ვულკანი აღდგომის კუნძულზე. წარმოადგენს იმ სამი (ტერევაკა, რანო-კაუ) ვულკანიდან ერთ-ერთს, რომელიც აყალიბებს კუნძულ რაპანუის. ეკუთვნის ჩილეს. სიმაღლე 370 მ. პოიკე აღდგომის კუნძულის მწვერვალებს შორის სიმაღლით მხოლოდ ტერევაკას ჩამორჩება. პოიკე აღდგომის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ქმნის ფლატეებიან კლიფს, — „პოიკეს გრაბენს“, რომელიც აღნიშნავს ნაკადებს შორის საზღვარს ტერევაკიდან პოიკემდე.
პოიკე | |
---|---|
კოორდინატები: 27°05′31″ ს. გ. 109°15′00″ დ. გ. / 27.09194° ს. გ. 109.25000° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
სიმაღლე | 370 მ |
უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა პლეისტოცენში 230 000-705 000 წლის წინ. განსხვავებით დანარჩენი ორი ვულკანისაგან, პოიკეს კრატერი მშრალია. ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს როგევენის კონცხი, რომელსაც სახელი ეწოდა ნიდერლანდელი მოგზაურის იაკობ როგევენის პატივსაცემად, რომელმაც 1722 წელს ევროპელთაგან პირველმა მოინახულა აღდგომის კუნძული.