პოზნანის რატუშა — ისტორიული შენობა პოზნანში, დასავლეთ პოლონეთში. მდებარეობს ძველ ქალაქში, ბაზრის მოედანზე (Stary Rynek). ის 1939 წლამდე ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნოდა, ხოლო ახლა იქ მუზეუმია განთავსებული. რატუშის პირველი შენობა XIII საუკუნის ბოლოს, 1253 წელს შუა საუკუნეების ქალაქის დაარსების შემდეგ აშენდა. დღევანდელი სახე შენობამ 1550–1560 წლებში მიიღო, შენობის განახლებას არქიტექტორი ჯოვანი ბატისტა დი კუადრო ხელმძღვანელობდა. არქიტექტურა შესრულებულია მანერიზმის სტილში და აქვს მორთული ლოჯია. ყოველ შუადღეს საათის თავზე იმართება მექანიკური თხების წარმოდგენა, რომელიც ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

პოზნანის რატუშა

პოზნანის რატუშას ფასადი.
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი მანერიზმი
ქვეყანა პოლონეთი
მდებარეობა პოზნანი, პოლონეთი
მისამართი Stary Rynek w Poznaniu 1
კოორდინატები 52°24′30″ ჩ. გ. 16°56′03″ ა. გ. / 52.40833° ჩ. გ. 16.93417° ა. გ. / 52.40833; 16.93417
დაიწყო 1550
დასრულდა 1560
არქიტექტორ(ებ)ი ჯოვანი ბატისტა დი კუადრო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: