პლეინზი (ჯორჯია)
პლეინზი (ინგლ. Plains /pleɪnz/) — ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სამტერის ოლქში. საოლქო ცენტრ ამერიკუსიდან დაშორებულია 16 კმ-ით. 573 მცხოვრები (2020). აქ საფოსტო განყოფილება დაარსდა 1839 წელს. 1885 წელს გავიდა რკინიგზა, რამდენიმე ადგილობრივი დასახლება, მათ შორის მაგნოლია-სპრინგზი (ან ვილიჯი) და პლეინზ-ოფ-დურა (სახელი ბაბილონთან ახლოს მდებარე ბიბლიური ველის მიხედვით), გაერთიანდა და შეიქმნა პლეინზი.[2]
ქალაქი | |
---|---|
პლეინზი | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | ჯორჯია |
ოლქი | სამტერის ოლქში |
კოორდინატები | 32°02′01″ ჩ. გ. 84°23′36″ დ. გ. / 32.03361° ჩ. გ. 84.39333° დ. გ. |
ფართობი | 2.108491 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 152 მეტრი |
მოსახლეობა | 573 (1 აპრილი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო |
სატელეფონო კოდი | 229 |
საფოსტო ინდექსი | 31780 |
ოფიციალური საიტი | https://plainsgeorgia.gov/ |
ქალაქი მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრში, სადაც ძირითადად მიწის თხილი მოჰყავთ. პლეინზი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა 1970-იანი წლების ბოლოს, როგორც ჯიმი კარტერის, აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის მშობლიური ქალაქი; 1981 წელს კარტერი აქ დაბრუნდა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ ეკლესიაში ატარებდა საკვირაო სკოლის გაკვეთილებს, რაც დამსწრეებს იზიდავდა მთელი ქვეყნიდან და მსოფლიოდან. 1987 წელს დაარსდა ღირსშესანიშნაობა „ჯიმი კარტერის ეროვნული ისტორიული ადგილი“ (Jimmy Carter National Historic Site), რომელიც მოიცავს მის სახლს, ბავშვობისდროინდელ ფერმას, საშუალო სკოლას და სადგურს, რომელიც 1976 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შტაბ-ბინად გამოიყენებოდა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
- ↑ 2.0 2.1 Plains | Jimmy Carter & Baptist Church en. Britannica (29 დეკემბერი, 2024).