პლას-დე-ლა-კარერი (ფრანგ. Place de la Carrière) — უძველესი მოედანი საფრანგეთის ქალაქ ნანსიში. 1983 წლიდან იგი პლას-სტანისლასთან და პლას-დ’ალიანსთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

პლას-სტანისლასი, პლას-დე-ლა-კარერსი და პლას-დ’ალიანსი ქალაქ ნანსიში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 229
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 229
ინგლ.რუს.ფრ.

ახალი მოედანი დაარსდა XVI საუკუნეში, შუა საუკუნეების ქალაქის გაფართოებისა და განმტკიცების პერიოდში. მოედანზე იმართებოდა რაინდთა ტურნირები და სხვადასხვა საცხენოსნო ღონისძიებები. XVI საუკუნის დასასრულს ძველი და ახალი ქალაქის დასაკავშირებლად, შუა საუკუნეების ციხის სამხრეთ კედელში გააკეთეს კარიბჭე ე. წ. პორტ-როიალი. მოედნის ჩრდილოეთით განთავსებული იყო ლოთარინგიის ჰერცოგის სასახლის ფრთა, რომელიც დაანგრია ჰერცოგმა ლეოპოლდ I ლოთარინგიელმა, რომელიც გეგმავდა აქ აეშენებინა ახალი ლუვრი. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს XVIII საუკუნის დასაწყისში აგებული ბოვოს დარბაზი (ამჟამად სააპელაციო სასამართლოს შენობა), რომელიც აგებულია ფრანგი არქიტექტორის ჟერმან ბოფრანის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება