პლანულანაწლავღრუიანთა განვითარების ერთ-ერთი სტადია. აქვთ ოვალური, წაგრელებული ან ჭიისებრი სხეული, რომელიც, შედგება 2 შრისაგან: ექტოდერმა, წარმოდგენილი შოლტიანი უჯრედებით, რომელთა შორის განლაგებულია ეპითელურ-კუნთოვანი ნერვული და მსუსხავი უჯრედები და ენტოდერმა, რომელიც შემოსაზღვრავს ნაწლავის ღრუს.

პლანულა ჯერ წყალში ცურავს, შემდეგ ფსკერს ემაგრება და გადადის პოლიპის სტადიაში.

ლიტერატურა რედაქტირება