პიუს I (ლათ. Pius) (დ. თარიღი უცნობია, აქვილეა, იტალია — გ. 155, რომი, იტალია) — რომის პაპი 140–155 წლებში.

პიუს I

ბიოგრაფია

რედაქტირება

გადმოცემის თანახმად პიუსი მონად დაბადებულა ქ. აქვილეაში ვინმე რუფინუსის ოჯახში. მასვე მიეწერება რომის უძველესი მონასტრის სანტა პრუდენციანას აშენება. იგი მოგვიანებით წამებულად შერაცხეს, თუმცა მისი მოწამეობრივი სიკვდილი ისტორიული ფაქტებით არ დასტურდება.

პიუს I -ის სახელს უკავშირდება სასტიკი ბრძოლა გნოსტიკების წინააღმდეგ და აღდგომის კვირა დღეს ზეიმობის დაკანონება. წერილები, რომლებიც ადრე მის სახელს მიეწერებოდა, ნაყალბებია. პიუსის ძმა იყო ჰერმასი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ცნობილი საეკლესიო ნაშრომი „ჰერმასის მწყემსი“.

პიუს I კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. მოსახსენებელი დღეა 11 ივლისი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 89, თბ., 1984 წ.
წინამორბედი:
ჰიგინუსი
რომის პაპი

140155
შემდეგი:
ანიკეტი