პიტი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პიტი}} |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
პიტი (აზერბაიჯ. Piti) - აზერბაიჯანული ბროწეულის ნაციონალური წვნიანი, რომელიც თიხის ჭურჭელში მზადდება. ჩვეულებრივ თიხის მცირედ ჭურჭელში ერთ ლიტრამდე მოცულობის წვნიანი ეტევა. პიტი ერთ-ერთი მთავარი აზერბაიჯანულების ეროვნული წვნიანია . ეს კერძი სომხურ სამზარეულოში გვხვდება სახელწოდებით "პუტუკი".
სარჩევი
- ინგრედიენტები
- ქალაქი შეკის პიტი
- რესურსები ინტერნეტში
ინგრედიენტები
რედაქტირებამომზადებულ (წინასწარ გამომცხვარ) წაბლს, წიწაკას, შავ პილპილს, ხახვს, ნიორს, ბატკანს ათავსებენ პიტის მოსამზადებელ ჭურჭელში. დღეს წაბლს ანაცვლებენ კარტოფილით,უმატებენ დაჭრილ მწვანილსა და ცხარე წიწაკას. პიტი იხარშება მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, პროდუქტები თავსდება ჭურჭელში და იფარება ადუღებული წყლით.
ქალაქი შეკის პიტი
რედაქტირებაპიტი ქალქაი შეკის სიმბოლოა - ქალაქი მდებარეობს ბაქოდან 370 კმ-ში. კერძი ადგილობრივმა გლეხებმა მოიგონეს . შეკში ამ სუპს ამზადებენ თიხის ჭურჭელში, რომელსაც ღუმელში 8 საათის განმავლობაში ტოვებენ. ნამდვილი პიტის დამზადების წესი მხოლოდ ქალაქი შეკის მოსახლეობამ იცის.
მომზადება იწყება მსხვილი ყვითელი ბარდის წყალში მოთავსებით დაახლოებით სამი საათის განმავლობაში რათა კარგად გაიჟღინთოს, რომელსაც შემდეგ ათავსებენ ქოთნების ფსკერზე, რომლის ტევადობაა 300 მლ. ბარდამ უნდა დაიკავოს ქოთნის მოცულობის მესამედი. პატარა ნაჭრებად დაჭრილი ცხვარი მოთავსებულია ბარდის ზევიდან - დაახლოებით 100 გრამი, შემდეგ ცხვრის ცხიმის ნაჭერს ადებენ თავზე, რომ ხორცი დაფაროს, სუფრასთან მიტანამდე რამდენიმე წუთით ადრე ამატებენ ზაფრანას. პიტისს მიირთმევენ ტრადიციულ ლავაშთან, მწნილთან და სუმაკთან ერთად, რომლებიც კარგია სისხლისთვის. თებერვალი ითვლება იდეალური თვე პიტას დასამზადებლად.