ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნაური, პიტერ (დ. 25 ოქტომბერი, 1928, ფრედერიქსბერგი, კოპენჰაგენთან – გ. 3 იანვარი, 2016) — დანიელი მეცნიერი, ერთ–ერთი პიონერი კომპიუტერული მეცნიერების დარგში. ალან ტიურინგის პრემიის ლაურეატი (2005)[13]. ჯონ ბეკუსთან ერთად ბეკუს–ნაურის ფორმალიზმის შემქმნელი, რომელიც აღწერს პროგრამირების ენების სინტაქსს. ბეკუს–ნაურის ფორმალიზმზე დაყრდნობით შექმნილია მაღალი დონის პროგრამირების მრავალი ენის გრამატიკა. პიტერ ნაური პროგრამირების ენა ალგოლ 60–ის შემქმნელია.

პიტერ ნაური
დან. Peter Naur
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1928(1928-10-25)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ფრიდერიკსბერგი[4] [5]
გარდ. თარიღი 3 იანვარი, 2016(2016-01-03)[6] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი ჰერლევი[7] [8]
მოქალაქეობა დანიის სამეფო
საქმიანობა ასტრონომი, ინფორმატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და პროგრამისტი[9]
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Regnecentralen
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Per Brinch Hansen[10]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Christiane Floyd
მამა Albert Naur[11]
ჯილდოები ტიურინგის პრემია, G.A. Hagemann Gold Medal[12] , Computer Pioneer Award და Rosenkjær Award

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიტერ_ნაური“-დან