პირველკლასელის ძეგლი

პირველკლასელის ძეგლი (რუს. Памятник первокласснику) — ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, გიმნაზია № 36-ის შენობის წინ[1].

პირველკლასელის ძეგლი
რუს. Памятник первокласснику

გიმნაზია № 36 და მის წინ პირვეკლასელი ბიჭის ძეგლი
კოორდინატები 47°13′32″N 39°42′29″E / 47.22545° ჩ. გ. 39.70794° ა. გ. / 47.22545; 39.70794
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ანა ნიკოლაევა
გახსნის თარიღი 2011

მისამართი: დონის როსტოვი, ლენინის რაიონი, მაქსიმ გორკის ქუჩა, № 115.

ძეგლის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ლენინის რაიონის ხელმძღვანელს სერგეი სუხარიევს[2]. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სურს საბოლოო ქანდაკება ჰგავდეს ბიჭს ზღაპრიდან „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“[3].

ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა კონკურსი 7-9 კლასის მოსწავლეებს შორის ძეგლის საუკეთესო ესკიზისათვის. სულ წარმოადგინეს 10 ესკიზი და გამარჯვებულიც ამ ათს შორის უნდა აერჩიათ. გამარჯვებული გახდა გიმნაზია № 36-ის მეცხრე-ბ კლასის მოსწავლე ანა ნიკოლაევა[4]. ძეგლის დასადგმელი თანხა გაიღეს სპონსორებმა[4], ხოლო მოქანდაკედ აირჩიეს დიმიტრი ლინდინი[2]. მან მოსწავლის ფანქრით შესრულებული ესკიზიდან შექმნა ძეგლი. ძეგლის შექმნა წეიწადნახევარი გრძელდებოდა[2].

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა 2011 წლის 1 სექტემბერს, ცოდნის დღესასწაულზე. ძეგლის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ქალაქის მერი ანატლი ჩერნიშევი.

ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისისიმაღლეა სულ ორი მეტრი[2]. ძეგლი, ეს არის პირველკლასელი ბიჭუნა სკოლის ფორმაში, რომელიც ზის გლობუსზე და ხელში უჭირავს წიგნი[2].